ირაკლი კობახიძე შვედეთში SIDA-ს გენერალურ დირექტორს შეხვდა
ირაკლი კობახიძე შვედეთში SIDA-ს გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) გენერალურ დირექტორს, კარინ იამტინს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოში შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებზე, სააგენტოს ძირითად მიმართულებებსა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და მიღწეულ წარმატებებს. კარინ იამტინის შეფასებით, საქართველო რეგიონში ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა, რომელიც თანმიმდევრულად მიიწევს ევროკავშირთან დაახლოებისკენ.

მხარეებმა გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. კარინ იამტინმა მწვანე ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მიმართულებით, მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სააგენტოს გენერალურ დირექტორს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები გააცნო.