ირაკლი კობახიძე უფსალაში ქართველ სტუდენტებს შეხვდა
ირაკლი კობახიძე უფსალაში ქართველ სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უფსალაში ქართველ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც განათლებას შვედეთის წამყვან უნივერსიტეტებში იღებენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე სტუდენტებს საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგზე, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ესაუბრა.

პარლამენტის თავმჯდომარემ და დელეგაციის წევრებმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხეს. ახალგაზრდები საქართველოში მიმდინარე პროცესებით, სამომავლო გეგმებითა და   არსებული გამოწვევებით დაინტერესდნენ.

დატოვე კომენტარი