ლევილში ქართული ფესტივალის პარალელურად, ქართველების მონაწილეობით სხვა ღონისძიებებიც იმართება. წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში ანსამბლებმა „ბასიანმა“ და „რუსთავმა“ ქართული საგალობლები შეასრულეს და ეროვნული ფოლკლორის ნიმუშები წარმოადგინეს.
რაც შეეხება მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე ფესტივალს, ის 24 მაისიდან 14 ივლისამდე გაგრძელდება. ლევილის ისტორიულ მამულში ქართული კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები სტუმრებს ყოველ შაბათ-კვირას უმასპინძლებენ.