ქალ მეწარმეთა ეროვნული ბიზნესფორუმი ბათუმში

ბათუმში ქალ მეწარმეთა ეროვნული ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. ორგანიზატორი სავაჭო-სამრეწველო პალატაა. ფორუმი აჭარაში მესამედ ტარდება და წელს 250-მდე მეწარმე ქალს აერთიანებს. იმართება ტრენინგებიც. მეწარმე ქალებს საშუალება აქვთ, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება. დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები და მიიღონ ინფორმაცია ბიზნესში ქალთა ჩართულობის კუთხით არსებული პროგრამების შესახებ. ღონისძიებაზე წარმატებული ქალი მეწარმეებიც დააჯილდოეს.