პროტესტი ბათუმში

ბათუმში მოსწავლეთა საპროტესტო აქცია განახლდა, მოზარდები ქალაქის ცენტრალურ პარკთან შეიკრიბნენ და მსვლელობა მოაწყეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, პარლამენტის მიერ დამტკიცებული სადავო კანონი ხელს უშლის მათ მომავალს. მოსწავლეების ნაწილი ბათუმში აქციებს მეორე დღეა მართავს.