ქაბულში სამი ძლიერი აფეთქება მოხდა

ავღანეთის დედაქალაქში სამი ძლიერი აფეთქება მოხდა. როგორც „ფრანს პრესი“ იუწყება, ერთ-ერთი აფეთქება პოლიციის შენობის სიახლოვეს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აფეთქებას სროლაც მოჰყვა. დაშავებულებისშესახებ ცნობა ჯერჯერობით არ ვრცელდება.

წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.

აფეთქებები უცხო ქვეყნის საელჩოებთან ახლოს მოხდა. ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიცილები და სასწრაფო დახმარების მანქანები.

ბოლო დღეებში ქაბულში თავდასხმები გახშირდა. 30 აპრილს ორმაგ ტერაქტს 26 ადამიანი, მათ შორის ცხრა ჟურნალისტი შეეწირა. ტერაქტების რიცხვი მას შემდეგ გაიზარდა, რაც მოძრობა „თალიბანში“ განაცხადეს, რომ 25 აპრილიდან შეტევებს გააძლიერებენ.