საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციაში პურის ფასის ზრდას ვარაუდობენ. ასოციაციის თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძე აცხადებს, რომ ვიდრე ლარსის საბაჟო ჩაიკეტებოდა, ფქვილი, რომელიც რუსეთიდან შემოდიოდა, 65-70 ლარი ღირდა. მარტის შემდეგ, ქვეყანაში შემოსული ფქვილი კი 75 ლარი გახდა. გარდა ამისა, დოლიძე განმარტავს, რომ პურის დასამზადებლად გასათვალისწინებელია წყლისა და ელექტროენერგიის გადასახადებიც, რაც თავის მხრივ, გაზრდილ ხარჯებთანაა დაკავშირებული.