პროტესტის მერვე დღე საირმეში

პროტესტის მერვე დღე – კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება. მოთხოვნები უცვლელია, ხელფასის 30 %-ით მომატება და პირობების გაუმჯობესება. აქციის მონაწილების თქმით, საწარმოში ანტისანიტარიაა, ხოლო ხელფასი დღიურად მხოლოდ 44 ლარია.

შეკრებილებს მხარს უჭერს აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი „ლაბორი“. პროფკავშირის თავმჯდომარის თქმით, გაფიცვა მანამ გაგრძელდება, ვიდრე მოთხოვნები არ შესრულდება.