„წყალი მარგებელის“ თანამშრომლების გაფიცვა

ჩოხატაურში კომპანია „წყალი მარგებელის” თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცულები ანაზღაურების გაზრდას, რვასაათიან სამუშაო დღეს და ზეგანაკვეთური შრომის სათანადო ანაზღაურებას ითხოვენ. გაფიცულების თქმით, არის შემთხვევები, როცა მათი სამუშაო დრო 36 საათის განმავლობაში უწყვეტად გრძელდება, როგორც საათობრივი, ისე ზეგანაკვეთური ანაზღაურება კი მეტისმეტად დაბალია.

კომპანია „წყალი მარგებელის“ ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ მათთვის გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნები წინასწარ ცნობილი არ იყო და სამუშაო პროცესი მათ მოულოდნელად შეწყვიტეს. კომპანიაში ასევე ამბობენ, რომ აქციის მონაწილეთა მოთხოვნები განიხილება და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ.