პროტესტი საფრანგეთში

12:08, 02.11.2026

პარიზში საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილით თავდასხმის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. საფრანგეთის პოლიციამ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ეკიდება ცეცხლი სამართალდამცველს მისი მიმართულებით ე.წ მოლოტოვის კოქტეილის სროლის შემდეგ.

პოლიციელმა დამწვრობა და ხელის მსუბუქი დაზიანებები მიიღო. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა პარიზში გამართული დემონსტრაციის დროს ჟანდარმზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილით თავდასხმა „მკვლელობის მცდელობად“ შეაფასა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციის დროს 770-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, თუმცა, პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია პირი, რომელმაც სამართალდამცველს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა.

მსგავსი