პროტესტი პარლამენტთან – ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობას აპროტესტებენ. მათი თქმით, კომპანია უკანონო საქმიანობას ეწევა და ზარალდება სოფელში მცხოვრები მოსახლეობა. მათი განმარტებით, კომპანიის საქმიანობის შედეგად, შენობებს, მათ შორის სკოლას, ეკლესიას, სახნავ-სათეს ნაკვეთებსა და გზას ადგება ზიანი.
აქციის მონაწილეები ასევე აცხადებენ, რომ ზარალი, რაც კომპანიის საქმიანობის შედეგად მიადგათ, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით უნდა შეფასდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დადგინდეს საკომპენსაციო თანხა. კომპანიაში აცხადებენ, რომ დღემდე კომპენსაციის სახით 12 მილიონ ლარზე მეტი გაიცა, ხოლო აქციის ორგანიზატორებმა უკვე სრულად აიღეს კომპენსაციები.