რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ეკონომიკის სამინისტროში მიმდინარე საგამოძიებო პროცესი? ახლადდამტკიცებული მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის უწყება, ამჯერად დოკუმენტაციის კვლევის პროცესშია, თუმცა, საეჭვო პროექტებზე პასუხების გაცემა, სავარაუდოდ, ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსანს, დიმიტრი ქუმსიშვილს ისევ პირადად მოუწევს.
მიმდინარე პროცესის შესახებ დღეს არც მოქმედ და არც ყოფილ მინისტრებს კომენტარები არ გაუკეთებიათ. ეკონომიკის სამინისტრო კი ოფიციალური განცხადებით შემოიფარგლა.
მოკლე განმარტება გააკეთეს პროკურატურაშიც და განაცხადეს, რომ გამოძიების მიზნით, სხვადასხვა საპროცესო მოქმედებები აქტიურად ხორციელდება.