პროექტი „ჩვენი ქართული ენა“

პროექტის, „ჩვენი ქართული ენა“ ფარგლებში, მე-7 და მე-8  კლასელებს შორის ჩატარებული ქართული ენის ოლიმპიადის მონაწილეებთან შეხვედრები   გრძელდება.

პროექტზე მომუშავე ჯგუფი ამჯერად, კახეთის რეგიონში, სოფელ კაბალსა და სოფელ ლამბალოში იმყოფებოდა. ოლიმპიადის მონაწილეებს სერთიფიკატები  გადაეცათ. პროექტის ავტორისა და ხელმძღვანელის, რამილია ალიევას თქმით, პროექტი, რომლის მთავარი მიზანი ქართული ენის პოპულარიზაციაა, სხვადასხვა სიახლით მომავალშიც გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული და სომხურენოვანი სკოლებისთვის, ქართული ენის ოლიმპიადა უკვე მეორე წელია ტარდება. ივნისის ბოლოს ოლიმპიადა მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებს შორის გაიმართება. მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის კი რეგისტრაციაა გამოცხადებული. რეგისტრაციის გავლა პროექტის „ჩვენი ქართული ენა“ ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზეა შესაძლებელი.