გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციისა და გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის ერთობლივი პროექტის, „მეგობართა ჰაბის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებშიც, პროექტის ამსახველი ფოტოგამოფენა და პროგრამის შედეგების პრეზენტაცია მოეწყო.
პროექტი „მეგობართა ჰაბი“ წარმოადგენს ახალგაზრდულ, ინკლუზიურ და თავისუფალ სივრცეს, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ტრენინგსემინარები, ვორკშოპები და სასწავლო ვიზიტები სოციალურ საწარმოებში. საპილოტე პროგრამაში უშუალო მონაწილეობა მიიღო 50-მა ახალგაზრდამ – კოლეჯის მოქმედმა 35-მა სტუდენტმა და დაუნის სინდრომის მქონე 15 პირმა. პროექტის მიზანია, დამკვიდრდეს მსგავსი ღონისძიებების განხორციელების პრაქტიკა როგორც საგანმანათლებლო, ისე არასაგანმანათლებლო ორგანიზაციების მიერ.