პრესკონფერენცია ირანის საელჩოში
ირანის ახალდანიშნულმა ელჩმა ირანში მასობრივი საპროტესტო აქციების დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა საქართველოში. დიპლომატის თქმით, თავისუფალი შეკრებისა და პროტესტის უფლება ირანის კონსტიტუციით არის გარანტირებული, თუმცა, დესტრუქციულ ქმედებებს სახელმწიფო შესაბამისად უპასუხებს. ელჩმა საპროტესტო გამოსვლების რადიკალიზაციაში უცხო ძალები დაადანაშაულა. სეიედ ალი მოჯანიმ ახსენა 1976 წელს მიღებული სამოქალაქო უფლებების შესახებ კონვენცია და აღნიშნა, რომ მე-4 მუხლის თანახმად, სახელმწიფოს, თავისი მოქალაქეების უფლებების დასაცავად, ზოგიერთ შემთხვევაში აქვს რადიკალური ზომების მიღების უფლება. ირანის ელჩს არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა აქციების დროს ირანში.