პრემიერ-მინისტრი საქართველოში არსებულ ეპიდემიურ ვითარებას კახეთში გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეკონომიკური აღმავლობისთვის მნიშვნელოვანია ეპიდსიტუაციის დასტაბილურება, ამიტომ პრემიერმა მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ამცრელი ცენტრების შესახებ ისაუბრა, სადაც მოსახლეობას რეგისტრაციის გარეშე შეუძლია ვაქცინაციის ჩატარება. ასეთი ცენტრები ფუნქციონირებს თბილისსა და მცხეთაში. უახლოეს დღეებში კი მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები სხვა რეგიონებშიც გაიხსნება.