ფიზიკურ პირებს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს, ჩამოეწერებათ გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება, დარიცხული საურავების ჩათვლით. საუბარია 2021 წლის იანვრამდე დაგროვილ თანხაზე. გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. განცხადება გაკეთდა საფეხბურთო მატჩებთან დაკავშირებითაც. აღინიშნა, რომ დაიწყება მუშაობა დიუსელდორფისა და ჰამბურგის მიმართულებით დამატებით პირდაპირ ავიარეისებზე, მნიშვნელოვანია, რომ ბილეთის ფასი იყოს ფიქსირებული და დაბალი ტარიფით.
ანა ბროლაძე გვიერთდება მთავრობის ადმინისტრაციიდან.