პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი

პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან ხუთი გუბერნატორი გაათავისუფლა. მთავრობის ადმინისტრაციაში კი რეგიონების მართვის მიმართულების ხელმძღვანელად სოზარ სუბარი დანიშნა. მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე, მამუკა ბახტაძემ ხე-ტყის იმპორტის დღგ-სგან გათავისუფლება დააანონსა, რაც, მისი თქმით, ტყეების გაჩეხვის შემთხვევებს შეამცირებს.