პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი

პრემიერ-მინისტრი კაბინეტის წევრებთან სამუშაო შეხვედრას მართავს. მთავრობის სხდომის დაწყებამდე მამუკა ბახტაძემ მედიასთან ისაუბრა. პრემიერმა უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოში ზაფხულისა თუ ზამთრის კურორტებზე არსებული ვითარების გამო. კიდევ ერთხელ შეაფასა საქართველოში გერმანიის კანცლერის ვიზიტი და მთავრობის პრიორიტეტულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.