პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კლინიკა „ვივამედში“ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან შესული პოლონელი ექიმის საკითხზე განცხადებას აქვეყნებს:
„პოლონური მხარე კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მედიკოსებს მიეცათ ყოფილი პრეზიდენტის მონახულებისა და გასინჯვის შესაძლებლობა.
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს, რომლის მიზანი იყო ყოფილი პრეზიდენტის დახმარება, მოხდა შეთანხმებასთან შეუსაბამო, განუზრახველი და გაუთვალისწინებელი ინციდენტი, რაც დაუყოვნებლივ გაირკვა ადგილზევე და შემდეგ განიმარტა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ამასთან, მათი შეფასებით, ის რომ პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება, რომ გამოაქვეყნეს პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერი და საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების არაერთი ემოციური განცხადება, ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს.