იუსტიციის მინისტრის განცხადება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

რა მიზანი ჰქონდა პოლონელ ექიმს, რომელმაც კლინიკიდან მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის გამოტანა დაგეგმა. იუსტიციის სამინისტრო უცხოელ ექიმს პროვოკაციულ და სამედიცინო ნორმებთან შეუსაბამო ქმედებაში ადანაშაულებს. ცნობილია, რომ უახლოეს დღეებში საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთის ელჩს დაიბარებს და სწორედ პოლონელი დიპლომატისგან მიიღებს განმარტებებს, რა მოხდა „ვივამედში“.

მომხდარს დღეს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილმა ფაქტს სამარცხვინო და შემაშფოთებელი უწოდა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის გარემოცვა პროცესის დისკრედიტაციას ახდენს.