დემონსტრანტების დაშლა მინეაპოლისში - პოლიტიკური გამოხმაურებები

მინეაპოლისში დემონსტრანტების დასაშლელად ქიმიური ნივთიერების გამოყენება პოლიტიკური განხილვის თემაა თბილისში. როგორც ოპოზიცია ისე მმართველი გუნდი პარალელს „ბიბისის“ ფილმთან ავლებს, თუმცა, განსხვავებულ კონტექსტში. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მინეაპოლისის შემთხვევაში ნაკლები შეკითხვებია და თუ ის მაინც არსებობს, მათ გაეცემათ პასუხები, რისი მოლოდინიც არ აქვთ საქართველოში. მათი აზრით, არ არის საკმარისი მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიება და აღნიშნულის მოკვლევა საერთაშორისო დონეზე უნდა მოხდეს. „ქართული ოცნება“ კი ოპონენტებს ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს.