საპროტესტო აქცია მინეაპოლისში

მინეაპოლისში საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს. შეკრებილები საიმიგრაციო სამსახურის აგენტის მიერ ქალის მკვლელობას აპროტესტებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე, ფედერალურმა აგენტებმა მომიტინგეთა ნაწილის წინააღმდეგ ასევე გამოიყენეს წიწაკის სპრეი. ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სასაზღვრო ოფიცრებმა ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში საგზაო მოძრაობის შეჩერებისას კაცი და ქალი დაჭრეს. აქციები აშშ-ში მას შემდეგ დაიწყო, რაც მინეაპოლისში ჩატარებული ოპერაციის დროს, საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის აგენტმა ავტომობილში მყოფ ქალს ესროლა და მოკლა. მანამდე მან სამართალდამცველის მანქანით გადავლა სცადა. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა ინციდენტს „შიდა ტერორიზმის აქტი“, თავად ქალს კი „არეულობის მონაწილე“ უწოდა. მისივე თქმით, საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ოფიცერმა „თავდაცვითი გასროლა“ განახორციელა.