ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანამ“, რომელმაც რეგულარული ფრენები განაახლა. პირველ რეისს 115 მგზავრი ჩამოჰყვა. ფრენები კვირაში სამი სიხშირით – ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება. ასევე, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი უკვე 17 მაისიდან მიიღებს პირველ რეისს საუდის არაბეთიდან.
ავიაკომპანია „ფლაინასი“ საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას განაახლებს და თბილისთან ერთად, საქართველოში საუდის არაბეთიდან ტურისტებს ბათუმშიც ჩამოიყვანს. ივნისიდან ბათუმში რეგულარულ ფრენებს შეასრულებენ ასევე პოლონური და უკრაინული ავიაკომპანიებიც.