საქართველოში უკიდურესად გართულებული ეპიდვითარებისა და ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთულობის გამო, დიღმის საველე ჰოსპიტალმა ოპერირება დაიწყო. ამ დროისთვის იქ ცხრა პაციენტია მოთავსებული.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ს 59 პაციენტი ემსხვერპლა, 4 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინდელთან შედარებით, მომატებულია კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი და ის 10,22% შეადგენს.
როგორია საველე ჰოსპიტალში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა, თამარ ნადარეიშვილი გვეტყვის.