პირველი პაციენტები საველე ჰოსპიტალში

15:15, 20.08.2021

საქართველოში უკიდურესად გართულებული ეპიდვითარებისა და ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთულობის გამო, დიღმის საველე ჰოსპიტალმა ოპერირება დაიწყო. ამ დროისთვის იქ ცხრა პაციენტია მოთავსებული.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ს 59 პაციენტი ემსხვერპლა, 4 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინდელთან შედარებით, მომატებულია კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი და ის 10,22% შეადგენს.

როგორია საველე ჰოსპიტალში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა, თამარ ნადარეიშვილი გვეტყვის.

მსგავსი