ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ინიშნება – საქართველოს ავიაბაზარზე „ბრიტიშ ეარვეისი“ შემოდის. ფრენები 2025 წლის 30 მარტიდან დაიწყება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ერთწლიანი ინტენსიური მოლაპარაკებები ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა. პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში ოთხი სიხშირით შესრულდება. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.