პენტაგონის ფაილები – ჩანაწერები უცხოპლანეტელების შესახებ

21:30, 09.05.2026

162 ფაილი პენტაგონის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს, ნასა-სა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის არქივებიდან. პენტაგონმა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროება დაიწყო. უცნობი ანომალიური მოვლენების შესახებ დოკუმენტების პირველი სერია უკვე განთავსებულია სპეციალურ ვებგვერდზე. „ამერიკელი ხალხი ამ საკითხებზე მეტ გამჭვირვალობას ითხოვდა და პრეზიდენტი ტრამპი ამ მოთხოვნას ასრულებს“, – განაცხადეს პენტაგონში.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებული სამთავრობო დოკუმენტების გასაჯაროების განკარგულება თებერვლის ბოლოს გასცა. ეს გადაწყვეტილება ტრამპმა ამ თემის მიმართ „უზარმაზარი ინტერესით“ ახსნა.

მსგავსი