თეირანში აქციის მონაწილეებმა დონალდ ტრამპის, ჯეი დი ვენსის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და სტივ უიტკოფის გამოსახულებიანი ბანერი დაწვეს

11:28, 05.11.2026

თეირანში აქციის მონაწილეებმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის გამოსახულებიანი ბანერი დაწვეს.

მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დემონსტრანტები ბანერის გარშემო დგანან.

დემონსტრაცია მას შემდეგ გაიმართა, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტიის მარცხში ირანთან ომმა გარკვეული როლი ითამაშა.

ცნობისთვის, აშშ-ში ხმების დათვლა კვლავ მიმდინარეობს. ამჟამად არსებული მონაცემებით, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობას დემოკრატები მოიპოვებენ.

მსგავსი