საფრანგეთის ქალაქებში დღეს მსვლელობა გაიმართება, ასევე მოსალოდნელია საჯარო სექტორის თანამშრომელთა გაფიცვა

11:35, 05.11.2026

საფრანგეთის ქალაქებში დღეს ასობით ათასი მომიტინგის მსვლელობა გაიმართება, ასევე მოსალოდნელია საჯარო სექტორის თანამშრომელთა გაფიცვა.

„ეს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისთვის მორიგი გამოცდაა“, – წერს „როიტერი“.

გავრცელებული ინფორმაციით, აქცია პროფკავშირების მიერ არის ორგანიზებული, რომელშიც მონაწილეობას მემარცხენე CGT და სტუდენტები მიიღებენ.

„ჩვენ უკიდურესად ფხიზლად ვართ, რადგან 17 ოქტომბრის მოვლენების განმეორება დაუშვებელია“, – განაცხადა მთავრობის პრესსპიკერმა, მოდ ბრეჟონმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

შიდა უსაფრთხოების სამსახური დემონსტრაციებში 500 000-დან 700 000-ამდე ადამიანის გამოსვლას პროგნოზირებს.

აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნები ეხება საცხოვრებელ ხარჯებსა და საგანმანათლებლო სექტორს.

მსგავსი