პატრიარქის მოწოდება

საქართველოს პატრიარქის მოწოდების მიხედვით, მშვიდობის ლოცვა წაიკითხეს სამებაში. ილია მეორემ მოქალაქეებს უკრაინის მშვიდობისთვის ერთობლივი ლოცვისკენ გუშინ მოუწოდა. ხუთშაბათს, თბილისის დროით 12 საათზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, – ტაძარში, სამსახურში, სახლში თუ ქუჩაში, შევეცადოთ ყველამ ერთად შევავედროთ უფალს უკრაინა და მთელი მსოფლიო – მიმართა მრევლს პატრიარქმა.