დღეს დილიდან სიმშვიდეა პარლამენტის შენობასთან, სადაც ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქციები იმართება. ადგილზე რჩებიან სარალიძის მხარდამჭერები, რომლებმაც პარლამენტის შენობის წინ ღამე გაათენეს.
ღამის განმავლობაში კარვების გაშლის მცდელობას რამდენიმე ინციდენტი მოჰყვა სამართალდამცველებთან, თუმცა, სიტუაცია განიმუხტა. ცოტა ხნის წინ ადგილზე მალხაზ მაჩალიკაშვილიც მივიდა. სარალიძის მხადამჭერებს დღევანდელი სამოქმედო გეგმის შესახებ განცხადება არ გაუკეთებიათ.