პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატურები ჩავარდა. დეპუტატებმა კენჭი უყარეს და მხარი არ დაუჭირეს.
პლენარულ სხდომაზე კენჭისყრამდე გიორგი ბაქრაძესა და დიმიტრი ჯაფარიძეს ორშაბათს, 26 ივნისს საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს და მხარი არ დაუჭირეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის კონსულტაციები არ გამართულა და კანდიდატებზე წინასწარ არ შეთანხმებულან.