არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა აღმოჩნდა ის საკითხი, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობამ და უმცირესობამ შეთანხმებას მიაღწიეს.
რეზოლუცია დამტკიცებულია, რომლითაც პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებაზე რუსეთის ფედერაციას ეკისრება.
106 მომხრე, არცერთი წინააღდეგ. კენჭისყრაში მონაწილეობა ნაციონალური მოძრაობისა და პატრიოტთა ალიანსის დეპუტატებმა არ მიიღეს.
ხმის უფლება არ გამოიყენა ქართული ოცნების ერთმა წარმომადგენელმაც. რეზოლუციის მოწინააღმდეგეებს სხვადასხვა არგუმენტი აქვს. ნაწილი ფიქრობს, რომ დოკუმენტი ქმედითი არ არის, მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ დოკუმენტმა, შესაძლოა, დიალოგს ხელი შეუშალოს. ზოგს კი ევროპულ საქართველოსთან შეთანხმება არც ერთ საკითხზე არ სურს.