პანდემიის გავლენა ტურიზმზე

 პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალებული ბიზნესი დამატებითი შეღავათით ისარგებლებს. ექვსი თვიდან ერთ წლამდე გახანგრძლივდა პროგრამა, რომელიც მცირე და საშუალო სასტუმროებისთვის სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გულისხმობს. საბანკო კრედიტი მსგავსი ტიპის სასტუმროების უმრავლესობას აქვს აღებული. ამ სექტორის წარმომადგენლები „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო მიყენებულ მასშტაბურ ზარალზე საუბრობენ. ბოლო თვეებში სასტუმროებში ტურისტების ნაკადი მკვეთრად არის შემცირებული. გარკვეულ ნაწილს ვიზიტორები საერთოდ არ მიუღია.