პალესტინის საჩივარი ისრაელის წინააღმდეგ

ჰააგის სასამართლოში ისრაელის მთავრობის წინააღმდეგ საჩივარი შევიდა.

პალესტინის ავტონომიური მთავრობა ისრაელს მასობრივ ხოცვასა და ოკუპაციაში ადანაშაულებს.

საქმის აღძვრის შემთხვევაში, გამოძიებას პროკურორი ფატუ ბენსუდა უხელმძღვანელებს. პარალელურად, გაერო, არაბული ლიგა და თურქეთის ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობას კონფლიქტის დეესკალაციის მიზნით, ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

ისრაელის მთავრობას ჰააგის სასამართლოში შეტანილ საჩივართან დაკავშირებით განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.