პალესტინამ ისრაელის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა
პალესტინამ ისრაელის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა

პალესტინამ ისრაელის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა. პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრის, რიად ალ-მალიკის განცხადებით, პალესტინის ტერიტორიაზე ისრაელმა ომის დანაშაული ჩაიდინა.

ჰააგის სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, განიხილოს ომის დანაშაულის, გენოციდისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის საქმეები იმ ქვეყნებში, რომლებსაც მასთან შეთანხმება აქვს დადებული.

მსოფლიოში 123 ასეთი სახელმწიფოა. ისრაელი სასამართლოს წევრი არ არის, თუმცა პალესტინელებს ხელშეკრულება გაფორმებული აქვთ და ისრაელი შესაძლოა, გამოძიების ობიექტი გახდეს.

ისრაელში ამბობენ, რომ პალესტინელების მიმართვას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, რადგან პალესტინის საზოგადოება სახელმწიფოდ არ განიხილება.