ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

ყველაზე მასშტაბური ესკალაცია ისრაელ-პალესტინას შორის 2014 წლის ომის შემდეგ.

სასაზღვრო ზონაში პალესტინელების ე.წ. დაბრუნების მარში გრძელდება. დაპირისპირების ფონზე ღაზას სექტორიდან რამდენიმე პალესტინელმა საზღვრის გარღვევა შეძლო, ისრაელის არმიამ კი ისევ სროლით უპასუხა. დაღუპულთა რაოდენობამ უკვე 60-ს გადააჭრბა, დაშავებულია 2000-ზე მეტი ადამიანი.

მასობრივი არეულობის და მსხვერპლის გამო გაეროს უშიშროების საბჭოში საგანგებო სხდომა მიმდინარეობს.