პაციენტების მდგომარეობა კარანტინის ზონებში

აბასთუმანში, ფილტვის ცენტრში გახსნილ საკარანტინო ზონაში, 25 პირს აკვირდებიან. მათგან ხუთი, დაწესებულებაში გამთენიისას შეიყვანეს. ისინი იტალიიდან სპეცრეისით არ ჩამოფრენილან, სამშობლოში პრაღის გავლით დაბრუნდნენ და აბასთუმანში ქუთაისის აეროპორტიდან ჩამოიყვანეს. მათგან ოთხი საქართველოს მოქალაქეა, ერთი კი რუსეთის.