პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა გორსა და ქუთაისში

ქუთაისის ახალი ინფექციური საავადმყოფოდან ლუგარის ლაბორატორიაში კვლევისთვის, დილით, კორონავირუსთან დაკავშირებით, ხუთი პაციენტის ანალიზები გაგზავნეს. კლინიკის მთავარი ექიმის თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ დროისთვის სხეულის ტემპერატურა 38 გრადუსი, მხოლოდ ერთ პაციენტს აღენიშნება. ყველა მათგანს შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ყველა პაციენტი იტალიიდანაა ჩამოსული.

გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში კი 20 პაციენტი რჩება. ჰოსპიტალიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ათი ნიმუშიდან, კორონავირუსზე ყველა უარყოფითია. გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაკვირვებისა და პრევენციის მიზნით, სამი სამხედრო პირი, ირანის ხუთი მოქალაქე და საქართველოს 12 მოქალაქე, ბოქსირებულ განყოფილებაში, ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან.