ოთხი წლის დათი ყაჯრიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე – მედულობლასტომა დაუდგინდა.
დათი ყაჯრიშვილის მამა, ჟურნალისტი თორნიკე ყაჯრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში წარმატებული ოპერაციის შემდეგ ახლა საჭიროა შვილის ესპანეთში გადაყვანა, სადაც სხივური თერაპია და, დამატებითი კვლევების საფუძველზე, მკურნალობის კურსი უნდა დაუნიშნონ.
„ამ ბრძოლაში ჯანდაცვის უწყებას მარტო ნამდვილად არ დავუტოვებივართ, თუმცა ეს ყველაფერი იმდენად კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული, იძულებული ვარ, დახმარება საზოგადოებას ვთხოვო. ვიცი, ბევრს საკუთარი უამრავი პრობლემა აქვს და მიჭირს, ამას რომ ვწერ, მაგრამ, ბოდიშის მოხდით, ჩემი შვილისთვის…“ – წერს თორნიკე ყაჯრიშვილი.
ყველას, ვისაც შეუძლია ოთხი წლის დათის დახმარება, თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეუძლია.
🔸„საქართველოს ბანკი“: #GE07BG0000000103273965
🔹„თიბისი“ ბანკი: #GE61TB7770445061600003
ოთხი წლის დათი ყაჯრიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება