ორი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე

საქართველოს საავიაციო ბაზარს ახალი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები დაემატა. ნიდერლანდების ავიაკომპანია Transavia, ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით, ავიარეისებს 20 აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე, კვირაში ორჯერ შეასრულებს, ხოლო თურქული ავიაკომპანია AJETI, სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ფრენებს 31 მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე, ყოველდღიურად განახორციელებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ მგზავრებში ორივე მიმართულება საკმაოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობს. ხოლო დაბალბიუჯეტური ფრენების დამატება კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის შესაბამის ქვეყნებს შორის გადაადგილებას.