ონლაინკონფერენცია უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის ფარგლებში
უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ონლაინშეხვედრა გამართა ევრაზიაში გლობალური კორპორაცია „ნესტლეს“ რეგიონულ დირექტორთან და რეგიონულ მენეჯერებთან. შეხვედრაში მონაწილეობდა ასევე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი. აღნიშნული სტრატეგია ითვალისწინებს მოლაპარაკებების გამართვას 400-ზე მეტ გლობალურ კომპანიასთან და მათთვის საქართველოს ბიზნესშესაძლებლობების გაცნობასა და მიმზიდველი საინვესტიციო პირობების შეთავაზებას.
ნათია თურნავას განცხადებით, „ნესტლესთან“ თანამშრომლობის პერსპექტივებზე შემდგომი მოლაპარაკება სამუშაო პროცესში გაგრძელდება. ერთ-ერთი მიმართულება, რომლითაც ქართულმა მხარემ პოტენციურ ინვესტორებს დაინტერესება შესთავაზა, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების წარმოება იყო.