რუსეთის აგრესიის 206-ე დღე უკრაინაში – უკრაინის გენშტაბის ცნობით, მათ მოწინააღმდეგის შეტევა მოიგერიეს და დარტყმა ექვს დასახლებულ პუნქტთან მიაყენეს, მათ შორის ბახმუტთან და ავდეევკასთან. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკს უკრაინული ძალები მთლიანად აკონტროლებენ. შესაბამის ინფორმაციას ომის შესწავლის ინსტიტუტი ავრცელებს. ამასთან, ვრცელდება ცნობები, რომ ზაპოროჟიეს ოლქში, ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლთან რუსების კიდევ ერთი სამხედრო ბაზა დაიწვა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სარაკეტო იერიში განხორციელდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის ადმინისტრაციის შენობაზე. ასევე აფეთქება მოხდა ლუგანსკის გენერალური პროკურატურის შენობაში, რის შედეგადაც სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე დაიღუპნენ.