რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური ალექსნდრ სირსკი აცხადებს, რომ რუსეთს 9 მაისამდე დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასოვი იარის დაკავება სურს. როგორც სირსკი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, რუსეთი არმია კონცენტრირებულია ქალაქ ბახმუტის დასავლეთზე და ცდილობს ამ მიმართულებით უკრაინელების თავდაცვის ხაზი გაარღვიოს, რაც მათ საშუალებას მისცემს დაიკავონ ჩასოვი იარი და შემდეგ ძალისხმევა კრამატორსკისკენ მიმართონ. მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროები მტრის შეტევებს დიდი ძალისხმევის ფასად აკავებენ. უკრაინის გენშტაბში ასევე აცხადებენ, რომ გუშინ ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 10 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ხარკოვის ოლქში 10 დრონის განადგურება შეძლეს. სუმის ოლქში კი უპილოტოების თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსეთმა ასევე დაბომბა დონეცკის ოლქი, სადაც დანგრეულია რამდენიმე სახლი. უკრაინის ხელისუფლება კვლავაც აცხადებს, რომ რუსეთის იერიშების მოსაგერიებლად უკრაინას პარტნიორების დახმარება სჭირდება, რაც ანტისარაკეტო კომპლექსების მიწოდებას გულისხმობს. ამასთან, როგორც ცნობილია, გერმანია უახლოეს ხანში კიევს სარაკეტო კომპლექს პატრიოტს გადასცემს.