საოკუპაციო რეჟიმის ახალი სამიზნე. ცხინვალის არაღიარებული ხელისუფლება ამჯერად სოფელ კოდასთან დამაკავშირებელ გზაზე აცხადებს პრეტენზიას. საუბარია დაახლოებით 200-მეტრიან საგზაო მონაკვეთზე. დე-ფაქტო რეჟიმს ოკუპირებულ სოფელ წნელისის გასწვრივ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გავლება სურს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, კოდასკენ მიმავალი გზაც ოკუპირებული აღმოჩნდეს.
არარსებულ საზღვარზე სადემარკაციო სამუშაოების ჩასატარებლად არაღიარებულმა პარლამენტმა სპეციალური კომისიაც შექმნა, რასაც ოფიციალური თბილისი მორიგ უკანონობად აფასებს და საკითხის ჟენევის ფორმატში განხილვას გეგმავს.