ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი სოფელ წნელისზე პრეტენზიას აცხადებს

ჟენევის საერთაშორიო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდის დასრულების შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმი მორიგ პროვოკაციულ ნაბიჯს დგამს.

ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. პარლამენტი კომისიას ქმნის და ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პრეტენზიას აცხადებს. საქმე სოფელ წნელისს ეხება.

დასახლება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპირებულია, თუმცა დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. ვიცე-სპიკერის განცხადებით, მოსახლეობა უკმაყოფილოა, რომ სოფლის ტერიტორია სრულად არ მოხვდა სამხრეთ ოსეთის საზღვრებში, რისთვისაც ახლა სპეციალური კომისია შეიქმნა.

ე.წ. საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის შექმნას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევად აფასებს და აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის ამ გადაწყვეტილებას საქართველოს არცერთი საერთაშორისო პარტნიორი აღიარებს.