„ნუ მოკლავ“-51-ე საჯარო სკოლასთან მდუმარე აქცია იგეგმება

15:13, 04.12.2017

51-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები, მშობლები და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეკრებას განაგრძობენ. მოგვიანებით კი, გეგმავენ მდუმარე აქციას მოწოდებით ნუ მოკლავ.

როგორც პირველ არხს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განუცხადა, მოგვიანებით, შესაძლოა, მათ სასულიერო პირებიც შეუერთდნენ.

მომხდარ უბედურ შემთხვევას აფასებს სკოლის დირექტორი, პედაგოგი და მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილეც. მათი თქმით, ისინი სწავლობენ მდგომარეობას და შემდეგ ბავშვებთან აქტიურ ფსიქოლოგიურ მუშაობის დაიწყებენ.

 

მსგავსი