51-ე სკოლასთან ჩაქვის სკოლის მოსწავლეები შეიკრიბნენ
51-ე სკოლასთან ჩაქვის სკოლის მოსწავლეები შეიკრიბნენ

თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩაქვიდან პირველი სკოლის 80 მოსწავლე ჩამოვიდა.

მოსწავლეები ხორავას ქუჩაზე დაღუპული არასრულწლოვნების ხსოვნას პატივს მიაგებენ.

მასწავლებლის განმარტებით, ისინი გმობენ ძალადობას და იმედს გამოთქვამენ, რომ მსგავსი ტრაგედია ქვეყანაში აღარ განმეორდება.

შემთხვევა თბილისში, ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს მოხდა. არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებას ორი მოზარდი ემსხვერპლა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი არასრულწლოვანი დაკავებულია, ხოლო მეორეს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ დღეს კიდევ სამი პირი დააკავა.