ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო პროდუქტი 1,1 %-ით გაძვირდა

ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო პროდუქტი 1,1 %-ით გაძვირდა, წლის ინფლაციამ კი, 6,9 % შეადგინა.

პროდუქტის გაძვირებასთან დაკავშირებით, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი მონაცემები გამოაქვეყნა. ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაძვირდა სურსათი, ხორცპროდუქტები, რძის პროდუქტები, ხილი, ცხიმი, ტრანსპორტი და სამედიცინო მომსახურება.

ბოლო 11 თვეში წლის ინფლაციამ დაგეგმილ მაჩვენებელს 2,9 %-ით გადააჭარბა. ფასების ზრდაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია.